ჩვენ ვნახეთ კლანი ქმედებაში, ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა პარტნიორებთან - ხიდაშელი მოსამართლეებზე

გამოქვეყნდა:

კლანი ქმედებაში - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მოსამართლეების ე.წ. სოლიდარობას. საუბარია ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ, კიდევ 5 მოსამართლის ჩაშლილ ამერიკულ ვოიაჟზე. 

ხიდაშელის თქმით, კობახიძის გზავნილი, რომ თუ ჩხიკვაძე ვერ წავიდოდა აშშ-ში, სხვა მოსამართლეებიც ვერ წავიდოდნენ, ლუსტრაციაა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედების:

"ჩვენ ახლა ვნახეთ, კლანი ქმედებაში თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არაფერი ამით ამერიკელებს არ დაუშავდებათ, ისინი ამ პროგრამაში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თავისთავად ლუსტრაცია მოხდა მათი და ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, კობახიძის პირველი გზავნილი, როდესაც მან თქვა რომ ის დარწმუნებულია, რომ დანარჩენი მოსამართლეებიც შესაბამისად გამოიტანენ დასკვნებს და ეს გზავნილი პირდაპირ აღიქვეს როგორც უარის თქმის საფუძველი", - ამბობს თინა ხიდაშელი  

შეგახსენებთ, რომ  მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, მისი საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ იმ პროგრამიდან მოხსნა, რომლითაც ის 2 თვიან ტრენინგზე ფლორიდაში უნდა გამგზავრებულიყო.

ამის შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ უკვე პროგრამის მონაწილე სხვა მოსამართლეების მისამართით გააკეთა გზავნილი - "ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ." - თქვა მან.

რამდენიმე დღეში კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ფლორიდაში კიდევ 5 მოსამართლე არ მიდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი