რა უნდა ვუპასუხო გარდა იმისა, რომ რეგვენია?! - ხერხეულიძე კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და თქვა, რომ ახლა ყველა ერთად ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს. 

დღეს ეკა ხერხეულიძემ "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა: 

"მათს უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიან: პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა ვუპასუხო მას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება, აკადრებდეს ამას. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ტრიალებს, ფაქტია, რომ არ შეიძლება პირველი სპიკერი, პარლამენტარი აკეთებდეს ამ განცხადებას",- თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

მესამე პრეზიდენტთან პალატაში ახლა გიული ალასანია იმყოფება. ცოტა ხნის წინ კლინიკა დატოვა მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა

იხილეთ კობახიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი