უდანაშაულოა და თანამშრომლობს გამოძიებასთან - ადვოკატი დაკავებულ მოზარდზე

გამოქვეყნდა:

15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი, ამ დრომდე დუშეთის წინასწარ დაკავების იზოლატორში რჩება.დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს  არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

უფლებადამცველის თქმით არასრულწლოვანი თანამშრომლობს გამოძიებასთან და  არ გამორიცხავს იმასაც, რომ  წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლონ, რადგან უდანაშაულოა.

ამ ფაქტთან ამ ბავშვს არანაირ შეხება არ აქვს. შესაბამისად კითხვის დასმა, აღიარებს თუ არა მე ვფიქრობ, რომ არც არაფერი ასაღიარებელი არ არის, ბავშვის პოზიციიდან გამომდინარე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს გაუგებრობა გაირკვეს, ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. ამ ბავშვს, ერთი, რომ არ აქვს ჩადენილი დანაშაული და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ჩვენს ინტერესში არის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და არ მოხდეს, ისე რომ რაღაც გამოძიებას გამორჩეს და უდანაშაულო ბავშვი არ აღმოჩნდეს მართლმსაჯულების ქვეშ" - ამბობს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი  

შეგახსენებთ, რომ თბილისის 74-ე სკოლასთან დაპირისპირებაში მონაწილე 20-მდე არასრულწლოვანი ქალაქის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე იკითხებოდა. შსს-მ ბრალდებული, 15 წლის მოზარდი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი