შიდა ქართლში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები. "მთავარმა" გაარკვია, რომ 50 წლამდე ასაკის კაცი 11 წლის ბიჭზე სექსუალურად 1 წლის განმავლობაში ძალადობდა, მოზარდი კი ამ ხნის განმავლობაში დაშინების მსხვერპლი იყო. მოძალადე მას მოკვლით ემუქრებოდა.
მოძალადე დაკავებულია. მას ბრალდებას ოფიციალურად უახლოეს საათებში წარუდგენენ.
მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.