
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად ომის კრიტიკულ ფაზაშია და მძიმე შეიარაღების ნაკლებობა აქვს.
"ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. აღმოსავლეთში ძალიან სისხლიანი ბრძოლები გვაქვს. მტრის მოსაგერიებლად მძიმე იარაღი გვაკლია. ამიტომ ერთი წუთითაც არ ვჩერდებით", - წერს მინისტრი ფეისბუქზე.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დღეს „კარგ ამბებს ელოდება პოლონეთიდან“, სადაც თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაოს ასრულებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკოორდინაციო და საკონსულტაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში ორ კვირაშია დაგეგმილი:
"მაისში მთავარი მოვლენა იყო რამშტეინის საკოორდინაციო და საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინის დასახმარებლად. ორ კვირაში ჩვენ განვიხილავთ პროგრესს, მესამე შეხვედრაზე. ამ კომუნიკაციის შედეგები უკვე მუშაობს ფრონტზე, ან მოდის უკრაინაში." წერს მინისტრი.
რეზნიკოვის ინფორმაციით, გუშინ მას მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან: ”ჩვენ ველით ახალ სასიხარულო ამბებს უახლოეს მომავალში, შეერთებული შტატების გამორჩეული ხელმძღვანელობის წყალობით, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას. რუსეთის წინააღმდეგ“. წერს რეზნიკოვი.
იხილეთ ასევე: