ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანა დაიწყო - ხმაური და დაპირისპირება პოლიციასთან

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ხელოვნების მუზეუმთან - ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ჯგუფის წევრები მუზეუმის თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ დაზუსტებას, გადაჰქონდათ თუ არა მუზეუმიდან ანჩისხატი, სად გადაჰქონდათ და როდის. მათ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, რასაც გაღიზიანება და კონფლიქტი მოყვა.დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, დაზიანდა ის ავტომობილი, რომლითაც ექსპონატები გადაჰქონდათ.

დღეს ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცესი დაიწყო. 

ჯგუფის წევრები აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ მუზეუმთან ხვალაც შეიკრიბებიან.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი