ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმების პირველადი შეფასებით, ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. ექსპერტიზის პირველი დღე დასრულებულია. კონსილიუმის წევრი ექსპერტებმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მოისმინეს ის სიმპტომები, რომლებიც ყოველდღიურად მძიმდება.
იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის სამ კვირიანმა მკურნალობამ დადებითი შედეგი არ აჩვენა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებაა ერთადერთი ალტერნატივა რომელმაც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს.
"პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს.
მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზზე და შესაბამისად, შედეგიც არის ნული. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ექსპერტები მესამე პრეზიდენტს ხვალაც მოინახულებენ. ნევროლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ფსიქიატრებმა 4 საათის განმავლობაში შეისწავლეს დოკუმენტების ნაწილი და ვივამედის ექიმების დასკვნა.
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მიხეილ სააკაშვილი ექსპერტების შემდეგ, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
იხილეთ ასევე: