ბაიდენმა დაადასტურა, რომ უკრაინა მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას მიიღებს

გამოქვეყნდა:

აშშ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინას დახმარების სახით თავდაცვისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას გადასცემს. 

გადაწყვეტილება თეთრი სახლის ოფიციალურ გვერზე გამოქვეყნდა. 

"ეს ახალი პაკეტი გააძლიერებს მათს შეიარაღებას ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე შეიარაღებით, მათ შორის HIMARS-ით საბრძოლო ველზე საბრძოლო მასალებით, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ლიდერობას ისტორიული დახმარების გაწევაში უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად",- ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-გან HIMARS-ის მიწოდებით, უკრაინის არმიის განკარგულებაში იქნება შეიარაღება, რომლის ანალოგი  არც მას და არც მის მტერს, რუსეთს არ აქვს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი