"ხელს ნუ აფარებთ მკვლელს!" - საეჭვო ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი ამ წუთებში გორში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები.

ოჯახი და თანასოფლელები ამბობენ, რომ 4 წლის წინ, 18 წლის ბიჭი მოკლეს, თუმცა ხელისუფლებამ ეს საქმე ავტოსაგზაო შემთხვევად გაასაღა და "მკვლელებს ხელი დააფარა". 

"არ დაუწყიათ გამოძიება, არც აინტერესებთ ეს საქმე, იმიტომ, რომ თავიანთი ძაღლები არ უნდათ ჩასვან ციხეში, ხელს აფარებენ მკვლელობს", - ამბობს გარდაცვლილის მამა. 

ადგილობრივებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით - "ხელს აფარებთ მკვლელებს", "პროკურორის არ გვეშინია", "შემდეგი შეიძლება შენ იყო".

18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს ხელთუბანი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიას რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ბიჭს, ავტომანქანამ "შემთხვევით გადაუარა", არ ენდობა ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი