უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთში ობიექტებზე დარტყმისთვის - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის და ნებისმიერი ბრალდება, რომ უკრაინა იარაღს რუსეთის ობიექტებზე დარტყმისთვის გამოიყენებს, კრემლის პროპაგანდაა.

"რუსეთისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ნდობისთვის ძირის გამოთხრაა. უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთში ობიექტებზე დარტყმის განსახორციელებლად. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, თუ სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება მსგავს განზრახვაზე რუსეთის სპეცსამსახურების პროპაგანდაა" - წერს პოდოლიაკი

 

შეგახსენებთ, აშშ უკრაინის დასახმარებლად $700 მილიონიანი უსაფრთხოების პაკეტს ამტკიცებს. აშშ-ის დახმარება მოიცავს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემასა და საბრძოლო მასალის გადაცემას. 

როგორც აშშ-ში აცხადებენ, უკრაინამ დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გაუშვებდა საშუალო დისტანციის რაკეტებს რუსეთის მიმართულებით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი