პრეზიდენტი საუბრობს ეპითეტებით და არა არგუმენტებით | პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებებზე ამბობს, რომ ის საუბრობს ეპითეტებით და არა არგუმენტებით. ასე შეაფასა მან სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო. 

მისი თქმით, დროული იყო თუ არა გადაწყვეტილება, მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს.

"ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება, ესა თუ ის, განსაკუთრებით კონსტიტუციური ორგანოები, ამას უნდა მინიმუმ მოჰყვეს მინიმუმ, არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა, ვიღაცამ ისე თქვა, აქ მნიშვნელოვანია არგუმენტი. ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო, მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს. როდესაც არის, ასეთი ტიპის განცხადებები, პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ჩვენგან რა თქმა უნდა, ამას კრიტიკული შეფასება მოჰყვება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროცესს და დროულობას, იყო ეს დროული, თუ სათანადო დროს იყო თუ არ იყო, აქ მე მგონი ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მიუთითებს მართლმსაჯულებას რა დროში უნდა ჩატარდეს პროცედურები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი