სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დავიბრუნეთ - გაიდაი

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო და ტერიტორიის დაახლოებით 70% იყო დაპყრობილი, ახლა ჩვენ უკვე დავიბრუნეთ დაახლოებით 20%", - თქვა გაიდაიმ. 

მანვე აღნიშნა, რუსებმა უამრავი ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგეს, მათ შორის კადიროველებმაც.

"ბოლო ორი დღის მოვლენებმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მტრის გაძევება", - დასძინა სერგეი გაიდაიმ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი