"ბერა უწესიერესი ადამიანია" - მათიკაშვილი ივანიშვილებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მეგობრობაზე

გამოქვეყნდა:

ბერა ივანიშვილისა და კრიმინალური ავტორიტეტის, "კაწროს" მეგობრობასთან დაკავშრებით, "მთავარი არხის" ინფორმაციამ "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ბერა ივანიშვილი დღეს დავით მათიკაშვილმა დაიცვა. ის ამბობს, რომ ბერა "უწესიერესი ადამიანია" და გავრცელებული ინფორმაციები "ფეიკ ნიუსია"

ის მხარში ედგა მამას 2012 წელს, როდესაც მან ქართველ ხალთხან ერთად დაამარაცხა ნაციონალური მოძრაობა, ეს არის მისი ერთადერთი "დანაშაული" - ამბობს მათიკაშვილი

რაც შეეხება ოპოზიციას. მათი თქმით, ივანიშვილისა და  მისი გუნდის წარმომადგენლების მეგობრობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ახალი არ არის:

მათ აქვთ ძალიან მნიშვნეოლვანი ახლო კონტაქტები, მათ შორის ნათესაური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ეს სერიოზული გარიგეგები მუშაობს სწორედ ხელისუფლების და ჩრდილოვანი ოლოგარქიის სასარგებლოდ - ამბობს ხატია დეკანოიძე 

ბერა ივანიშვილის და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ახლო ურთიერთობა გავრცელებული ფოტომასალის გარდა, რეპერის კლიპითაც დასტურდება, სადაც ივანიშვილი მას "ძმად" მოიხსენიებს.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეები სწორედ ე.წ. ქანონიერი ქურდის შვილის, "კაწროს" დაჯგუფების წევრები არიან.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ბურუსით მოცული საქმის ფიგურანტებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი