
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თავს კვლავ სუსტად გრძნობს და საკვებს ვერ იღებს. "ვივამედში" .
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასაც გამოეხმაურნენ და მინისტრს პაციენტის დიაგნოზებზე საუბრისგან თავის შეკავება ურჩიეს.
"ყოველ ჯერზე როცა შემოვდივარ, წოლითი რეჟიმი აქვს ძირითად, სისტემა უდგას და გადასხმას უკეთებენ. არის სუსტად, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და ზუსტად ვიცი, რომ დიდ ხანს ეს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც ვერ იღებს საკვებს. ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით, ეს უფრო არის, რომ გააძლებინონ, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
რთული ამოცანაა, როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოძებნოს", - თქვა გიული ალასანიამ.
ცენტრ "ემპათიას" ვიზიტი კი მომდევნო კვირას განახლდება. პირველი ვიზიტი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება. საბოლოოდ დასკვნა დაახლოებით 2 კვირაში მომზადდება. მომდევნო კვირიდან დაიწყებს მუშაობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექიმები.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთვება. სამედიცინო ექსპერტიზა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები შევიდნენ და სამედიცინო კვლევების ჩატარება დაიწყეს.
ცენტრ "ემპათიის" ექიმებმა მესამე პრეზიდენტი 1-ელ ივნისს მოინახულეს. ექიმების შეფასებით ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.