"ვდგავარ ეროვნული მუზეუმის გვერდზე, ეს არის [გათავისუფლების] მიზეზი და ჩემთვის მოულოდნელი არ იყო" | ლიკა მამაცაშვილი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიების მორიგი ტალღა, ამჯერად ისტორიის მუზეუმში - მუზეუმიდან მოულოდნელად გათავისუფლებული დროებითი გამოფენების ყოფილი უფროსი, ლიკა მამაცაშვილი ამბობს, რომ წულუკიანის ე.წ. შავ სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ კულტურის მინისტრის რეპრესიულ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა და ეროვნული მუზეუმის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

"როდესაც მოვიდა ეს მინისტრი კულტურაში იურისპრუდენციიდან, პირველი დარტყმა მიაყენა ეროვნულ მუზეუმს. აი აიმ დღიდან მე ვდგევარ ეროვნული მუზეუმის გვერდზე. ეს არის ძირითადი მიზეზი. ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. ამდენი ერთმანეთზე უკეთესი გაათავისუფლეს და მე რატომ დამტოვებდნენ? უკვე დაანგრიეს, 10% დარჩა ეროვნული მუზეუმიდან, ნგრევა არის ძალიან ადვილი, ძალიან ძნელია შენება. რა რეფორმა უნდა ჩაატაროს, ან რა უნდა გააკეთოს, რომ იმაზე კარგი ინსტიტუცია შექმნას, რაც იყო. ვერაფერს ვერ მოიგონებს",- ამბობს ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ყოფილი უფროსი, ლიკა მამაცაშვილი.  

ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, თანამდებობიდან გაათავისუფლა დროებითი გამოფენების უფროსი, კურატორი ლიკა მამაცაშვილი. ამ დროისთვის, ის ისტორიის მუზეუმიდან გაშვებული ერთადერთი თანამშრომელია. გათავისუფლების შესახებ მას ოფიციალურად გუშინ აცნობეს, თუმცა სამინისტროდან არავის განუმარტავს, რის საფუძველზე ატოვებინებენ თანამდებობას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი