გთხოვთ! ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე - რომის პაპის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს

გამოქვეყნდა:

რომის პაპი ფრანცისკე კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ეძიონ დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინის ომისთვის, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. ის სთხოვს ყველას, ილოცონ მშვიდობისთვის.

„მე ვიმეორებ ჩემს მიმართვას მათთვის, ვინც მართავს ერებს: ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე. გთხოვთ! ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე!

დღეს, საყვარელ უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში, ახალი ომის კოშმარი ისევ დაატყდა თავს კაცობრიობას. ეს არის ღვთის ოცნების უარყოფა: ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კლავენ, ადამიანები, რომლებიც დაახლოების ნაცვლად იძულებით ტოვებენ თავიანთ სახლებს. დაე, შესმენილ იქნას დატანჯულთა სასოწარკვეთილი ძახილი. დაე, გაიმარჯვოს ადამიანის სიცოცხლის პატივისცემამ; შეწყდეს ქალაქებისა და სოფლების ნგრევა“, თქვა რომის პაპმა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი