1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვრებს საქართველოსაც გაუხსნის - "ლე მონდი"

გამოქვეყნდა:

პირველი ივლისიდან ევროკავშირი გარე საზღვრებს 14 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც გაუხსნის - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ბრიუსელში ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა შეთანხმებას მაინც მიაღწია. 

14 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, მონტენეგრო, სერბეთი და საქართველო.

მათივე ცნობით, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირში კარანტინის გავლის გარეშე შევლენ.  

გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და თურქეთი ამ სიაში არ მოხვდა. განიხილება მხოლოდ ჩინეთის დამატება, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეებს საზღვრებს თავადაც გაუხსნის. 

მანამდე კი, ევროკავშირის მიერ საზღვრების გახსნაზე განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა "ევრონიუსმა". რამდენიმე დღის წინ გამოცემა წერდა, რომ საზღვრები 54 ქვეყნისთვის გაიხსნებოდა. საქართველო მათ ჩამონათვალშიც შედიოდა. 

ამ თემაზე ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ევროკავშირი საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებსაც გაუხსნის, ქართული მხარის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე გადაიდო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი