"ვაშლის გამყიდველმა არ უნდა გაყიდოს პირბადე" - ტენდერი პირბადეებზე და "ოცნების" ფავორიტი კომპანია

გამოქვეყნდა:

პირბადეებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი და ისევ კომპანია "რესპირატორზე" მორგებული პირობებით. პირობები კი ასეთია - კომპანია, რომელმაც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის პირბადეები უნდა შეკეროს, მილიონზე მეტი ნავაჭრი ან ამავე რაოდენობით პირბადე უნდა ჰქონდეს შეკერილი.

"რესპირატორი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს. კომპანიამ "ქართუ ჯგუფის" დაკვეთით ცოტა ხნის წინ ოთხი მილიონის შეკვეთა უკვე დაამზადა.  

ცნობილია ისიც, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოთხი მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების პირბადე უნდა შეკეროს და სახელმწიფოს გადასცეს.

"რესპირატორის" დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი "მთავართან" ამბობს, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა ტენდერში მონაწილეობას. ის "ქართულ ოცნებასთან" რაიმე კავშირს უარყოფს.

ნებისმიერი ფარმაცევტული კომპანის, შეიძლება "ავერსთან" ერთად გავიდეთ ამ ტენდერში. რა სისულელეა. "ავერსს" ვაწვდით ჩვენ პირბადეებს. ნებისმიერი პირბადის გამყიდველი კი არ უნდა იყოს, ნებისმიერი ფარმაცევტული ნაწარმის მიმწოდებელი. ვაშლის გამყიდველმა არ უნდა გაყიდოს პირბადე, გამოცდილება ხომ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შევასრულეთ, იყო "ქართუ ფონდის" ოთხი მილიონის პირბადე, რომელიც "ქართუ ფონდმა" საჩუქრად გადასცა, არ ვიცი, მთავრობას, - ამბობს გალუსტიანი.

ტენდერის პირობები საეჭვოა ექსპერტებისთვის და ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ გაურკვეველია, რა აუცილებლობა არსებობს, პირობებში იყოს ჩაწერილი თანხა და ეს თანხა კონკრეტულად ლარებში იყოს გამოსახული. მათივე თქმით, იმ დროს, როცა ქვეყანაში პირბადეების ინდუსტრია არ არსებობს და ამას სულ ახალი კომპანიები აკეთებენ, გაურკვეველია რატომ არსებობს მსგავსი ტიპის მოთხოვნები და რატომ არ შეუძლიათ ახალ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი