იყო მუქარა, თქვენნაირები ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლით, გადაკიდება აწი ნახეთ - სამნიძე თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

უნდოდათ ჩხუბი და უნდოდათ ფიზიკურად გაგვსოწრებოდნენ, ეს იყო მათი მიზანი პოლიტიკური შეხედულების გამო, მეფეზე როგორ ლაპარაკობთ, მეფეს როგორ გვიგინებ- ხათუნა სამნიძე მასსა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის დეტალებზე "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრობს.

"დღის სტუმარში" ჩართვისას სამნიძემ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა და უნდა დაიწყოს გამოძიება, ამ შემთხვევაში მხოლოდ განრიდება მოძალადეების, არ გამოვა.

სამნიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე ის და დავით ბერძენიშვილი პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც 2 პირი დაესხათ თავს. ერთ-ერთს ჯოხიც ჰქონდა:

"მე და დათო ბერძენიშვილი მოვდიოდით რუსთაველზე პრესკონფერენციის შემდეგ და რაც მოხდა არის ცალსახად პოლიტიკური. მე არ მჩვევია ხოლმე არც გაზვიადება და დარწმუნებული თუ არ ვარ საუბარი. ორი ადამიანი მოვიდა. ერთ-ერთი არის ისეთი ვინც ხშირად მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომელიც თავდასხმაზეა. მაგალითად  "და ჩვენ ვიცეკვეთ"  რომ იყო ფილმის ჩვენება, იქ იყო დათო მისული და იქ იყო ერთ-ერთი აქტიური, თავს ესხმოდა ადამიანებს. 

ჯერ დაგვიწყეს ლაპარაკი, როცა აგრესიულად დაიწყეს ლაპარაკი პოლიტიკურ შეხედულებებზე, ვეცადეთ გამოვსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. დაიწყეს ადევნება, შეურაცხყოფები, გინება, თქვენ სიწმინდეებს ერჩით, მუქარა, ამ ქვეყანაში მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშეო, ერთი ჯოხით იყო, მოისროლა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა დათოსთან, მე შუაში ჩავდექი, მეც მომხვდა, იყო ფიზიკური დაზიანების საფრთხე. მოწოდებული იყვნენ რომ აუცილებლად ეჩხუბათ. მეც გადავედი შემდეგ წინააღმდეგობაზე, პატრულს დავიძახე და პატრულის საერთოდ არ გვეშინიაო.

ვიხვეწებოდი ვუყვიროდი დაერეკა ვინმეს პატრულში, მე ვაკავებდი და ორივე ხელი დაკავებული მქონდა. მერე ჩემზე პირადად გადმოვიდნენ, ასეთი ქალი ხარ ისეთი ქალი ხარ...მერე მოვახერხე მეორე მხარეს გადამერბინა, მოვიყვანე პატრული, პატრულთანაც გააგრძელეს გინება, მანქანაში არ სხდებოდნენ და იქვე დამემუქრნენ, რახან პატრულს დაუძახე გადაკიდება აწი ნახე რას ნიშნავსო. " ამბობს ხათუნა სამნიძე "დღის სტუმრის" ეთერში.

სამნიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ აამუშავა თავისი შავი მხარე და გაააქტიურა თავდამსხმელი ჯგუფების მოქმედება, რაც ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად ახლა, როცა ევროპისგან ქვეყანამ კანდიდატის სტატუსზე პასუხი უნდა მიიღოს. დეპუტატის შეფასებით, ასეთი მოძალადეები სწორედ "ოცნების" ხელისუფლების წახალისებით მოქმედებენ.

თავდასხმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი