ამ რეალობაში არსებობს სკეპტიციზმი EU-ს წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში, მათ არ სურთ პრობლემების შეტანა ევროპაში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ჰქონია ისეთი დიდი გამოწვევა როგორც ახლა:

"ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ ევროპის მთელ უსაფრთხოების არქიტექტურას. და ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგის. ამ რეალობაში ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, უკრაინასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში და მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება ომს და ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ამ პროცესში კი ჩვენ, საქართველომ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი