"დოჟდმა" ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და მაუწყებლობას საქართველოშიც დაიწყებს

გამოქვეყნდა:

ტელეარხ "დოჟდის", მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო წერს, რომ არხმა ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და დაგეგმილი აქვთ მაუწყებლობის გაფართოება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

"დოჟდმა" მიიღო ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია. 9 ივნისს მაუწყებლობას ვერ დავიწყებთ, თუმცა ეს მოხდება ძალიან მალე, როცა მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს: ვგეგმავთ მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიებიდან - ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და საქართველოში. დავიწყოთ მცირედით და თანდათან გავაფართოოთ საჰაერო ქსელი. ძალიან გვენატრებოდით და იმედია თქვენც მოგენატრეთ", - წერს ტიხონ ძიადკო 

შეგახსენებთ, რომ ლატვიის ელექტრონული მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებულ ტელეარხ "დოჟდს" ლატვიაში მაუწყებლობის ნებართვა ნებართვა მისცა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი