მთავრობამ არაერთხელ თქვა, რომ ანაკლია აშენდება, მაგრამ უკვე თითქმის ერთი წელია, ანაკლიის პროექტი შეჩერებულია და მის გასაგრძელებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით კი დასტურდება, რომ აქტიური ქმედებები ფოთის პორტთან მიმართებით ხორციელდება. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო 1200000 ლარს იხდის და უცხოურ იურიდიულ კომპანიას ქირაობს, რომ ფოთის პორტს ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური მიემატოს, რომელიც დიდი გემების მიღებასაც შეძლებს.
ეს სიახლეა, რომელსაც მთავრობა საკუთარი ინიციატივით არ ასაჯაროებს და ვერც გაიგებ, თუ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაბში არ მოძებნი. ეს ერთი შეხედვით რუტინული გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს.
ლევან გოგიჩაიშილი პარლამენტარია და ჩვენგან განსხვავებით სხდომათა დარბაზში თავისუფლად შედის. ნათელა თურნავას გარეთ დაველოდეთ და მან დაგვიდასტურა, რომ ფოთის პორტის განვითარებისთვის უცხოური საკონსულტაციო იურიდიული კომპანია უკვე შერჩეულია.
გადავიდეთ ლევან გოგიჩაიშილის კითხვაზე - ფოთის ნავსადგური, დღეს კერძო ტერიტორიაა და მისი გაფართოვება და გაღრმავება უკვე დიდიხანია იგეგმება. ამისათვის ინვესტორი ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ ეიპიემ ტერმინალსმა უნდა მოიზიდოს, მაშინ რატომ ქირაობს ეკონომიკის სამინისტრო უცხოურ იურიდიულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით და რატომ იხდის ამაში ბიუჯეტის ფულს - მილიონ ორასი ათას ლარს?
ფოთის ნავსადგურის გასაფართოებლად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ოპონენტებისთვის ანაკლიის შეჩერებული პროექტის საბოლოოდ ჩასაძირად გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აღიქმება.
ზურაბ ჭიაბერაშვილი იმას გულისხმობს, რაზეც მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ ისაუბრა. ანაკლიის პროექტის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მისი თქმით, ის გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს გარანტორად არ დაუდგა.
მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა შეთანხმება არსებობს ფოთის პორტის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. მმართველი კომპანია ეიპიემ ტრემინალსიდან ჯერეჯრობით პასუხი არ მიგვიღია, ეკონომიკის მინისტრთანაც გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ხომ არ უდგება სახელმწიფო ფოთის საზღვაო ნავსადგურს ინვესტიციის მოსაზიდად თავდებში. მინისტრმა დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
ზოგადად ფოთის პორტის გაფართოვებისა და გაღმავების საკითხი ბუნდოვანია. დიდი ხანია გაფართოვების გეგმა არსებობს, შარშან ეკონომიკის სამინისტრომ მიწათსარგებლობის ნებართვაც გასცა, მაგრამ მოგვიანებით ნათელა თურნავამ თქვა, რომ გადაწყვეტილება მასთან არ ყოფილა შეთანხმებული და ნებართვის გამცემი პირი სამსახურიდან გაათავისუფლა.
გია ჟორჟოლიანს არ ჰქონია, რომ ფოთის პორტის მიმართულებით ნაბიჯები ანაკლიის იდეის ჩასაძირად იდგმება. მისი აზრით დამატებით ერთი პორტი კარგი იქნება და ორი -კიდევ უკეთესი.
სანამ გაგვექცეოდა, მოვასწარით და ეკონომიკის მინისტრს ვკითხეთ, თუ ფოთის პორტთან მიმართებით დგამს სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს, ქირაობს ძვირადღირებულ იურისტებს, რატომ არაფერს ამბობს და აკეთებს ანაკლიასთან დაკავშირებით?
ოპონენტებს არ სჯერათ, რომ ანაკლიის პორტის საკითხს ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ოდესმე მწვანე შუქი აენთება და დარწმუნებულები არიან რომ მინისტრის ეს სიტყვებიც დაპირებად დარჩება. რომან გოცირიძემ გვითხრა, რომ დახურულ საკომიტეტო მოსმენაზე პირადად ეკონომიკის მინისტრისგან მოისმინა საინტერესო ინფორმაცია ანაკლიასთან დაკავშირებით.
ანაკლიის ტენდერი არჩევნებამდე რომც გამოცხადდეს, გამარჯვებულის გამოვლენა უკვე მინისტრთა ახალ კაბინეტს მოუწევს.