
დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შემდეგ, გუშინ დათო ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელებს შეუძლია კოლექტიური კობახიძეები უწოდოს.
"მე არ ვიცი გუშინ ვინც დაარტყა დათო ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს, ვინ დაესხა თავს, არ ვიცი ამ ხალხის სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია დღეს გითხრათ, რომ მათ ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე. მე არ ვიცი გუშინ ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა ვის ჰქონდა და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვიათ კოლექტიური ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე და ქართული ოცნება. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა", - თქვა სამადაშვილმა.
მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს რეალურ პრობლემებზე ესაუბროს, ბინძური კამპანია წამოიწყო.
იხილეთ ასევე: