
ძალადობა და ძალადობის წახალისება სინამდვილეში არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად, როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოებისა და ევროპის წინაშე - ამ განცხადებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტში მიმართა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ, თალაკვაძის გამოსვლაში დავით და ლევან ბერძენიშვილების ჯერიც დადგა:
"ბერძენიშვილები რომ ნაციონალური მოძრაობის მეორე სიხშირე არიან და რო გადართავენ ენმ-ის ლიდერები და მაქედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ეკლესიაზე, ისტორიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და ყველა ფასეულობაზე, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მეორე სიხშირე, მეორე არხი. რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", ამბობენ ძმები ბერძენიშვილები",- ამბობს თალაკვაძე.
თალაკვაძემ გამოსვლისას თქვა, რომ ოპოზიციას ნებისმიერ ფასად უნდა ქვეყნის არევა და მისივე მტკიცებით, თუ ომი იქნება, ესეც ხელსაყრელია "ნაციონალური მოძრაობისთვის"
ცნობისთვის, ძმები ბერძენიშვილების დისკრედიტაციისათვის და იდენტური გზავნილის გასაჟღერებლად, დღეს პარლამენტის ტრიბუნა "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებმაც გამოიყენეს.
იხილეთ ასევე: