ერგნეთის 107-ე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა - საოკუპაციო რეჟიმი ისევ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმება მოითხოვს

გამოქვეყნდა:

რიგით 107-ე შეხვედრა ერგნეთში ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გაშლილ კარავში 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფიციალური თბილისი, ტყვეობაში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის გათავისუფლებასთან ერთად, აქტიურ ფაზაში შესული მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვდა. 

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კი დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩორჩანაში არსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი, რომლის გაუქმების მოთხოვნაც მოლაპარაკებებში ჩართულ ცხინვალელ მონაწილეებს ყველა შეხვედრაზე აქვთ. მომდევნო შეხვედრა 3 თვეში, 23 სექტემბერს ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი