"მე არ მახსოვს, პრემიერს ოდესმე დაებლოკოს საკითხი..." | სოსო ფხაკაძის პასუხი ფადი ასლის

გამოქვეყნდა:

"მე არ მახსოვს, პრემიერს ოდესმე დაებლოკოს საკითხი... მე არ მეშინია, დავაყენო ის საკითხები, რომელსაც ვთვლი, რომ არის სამართლიანი და ობიექტური" - ასე პასუხობს ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, ხდება თუ არა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან 
კონკრეტული პრობლემური საკითხების დაბლოკვა. 

მანამდე ამ საკითხზე ფადი ასლიმ ისაუბრა. ბიზნესმენი პირდაპირ აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომები, რომლებიც პრემიერის ხელმძღვაბელობით იმართება, დადგმულია და ბიზნესმენებს კონკრეტულ საკითხებზე საუბარს უკრძალავენ.

ფადი ასლის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელ თემებს დღის წესრიგიდან იღებენ. ამ მიზეზით, ფადი ასლი, სავაჭრო პალატის დღევანდელ სხდომას, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი