თქვენი საქმე არის ლოთობა - რიჟვაძე ოპოზიციას წლიური "ანგარიშის" წარდგენისას

გამოქვეყნდა:

ლოთი, ჭორიკანა, ყაჩაღი - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც წლის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობდა.სხდომათა დარბაზში რამდენიმეჯერ იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს ნეპოტიზმში სდებს ბრალს და ახსენებს იმ პროექტებს, რომლებიც რეგიონში შეჩერებულია.  

ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებს აინტერესებდათ გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის მიმდინარეობა და რამდენიმე დღის წინ დაკავებული თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საქმე. 

დარბაზში რამდენჯერმე გაიჟღერა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელმაც. ოპოზიციის თქმით, სწორედ დავით რიჟვაძე იღებს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე სწორედ მამამისის სახელის ხსენებამ გააღიზიანა და ოპოზიციას აგრესიულად დაუპირისპირდა თქვენი საქმე არის ლოთობა! - მიმართა მან ოპონენტებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი