
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოსა და მოლდოვასთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა იგეგმება.
"ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ არალეტალური სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვასთვის. ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო შესაძლებლობების ზრდას. გეგმას ივნისში წარვადგენთ, ივლისში კი საბჭო მას მიიღებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.