
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში ომმა ცხადი გახადა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს.
ბორელის თქმით, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
"ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომ მოიგოს ეს ომი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი მკაფიოდ ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას", - თქვა ბორელმა.
დღესვე, ბორელმა საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.