
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "3 + 3"ფორმატში მორიგი, მეორე შეხვედრა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი), უახლოეს მომავალში გაიმართება - ამის შესახებ მან თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ამის გამოცხადებას შევძლებთ" - ამბობს ლავროვი
ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა პირველად მოსკოვში 2021 წელს გაიმართა, საქართველო შეხვედრას არ დასწრებია.