
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის აზრით, ევროპარლამენტარების მიერ გაჟღერებული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. ასე ეხმაურება ის გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, სადაც ხელისუფლება არაერთმა დეპუტატმა გააკრიტიკა.
"ეს ინფორმაციები, რა ინფორმაციებსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა საქართველოში. ევროპარლამენტი როცა ასეთ შეფასებას გააკეთებს არსებულ, დღევანდელ რეალობაზე, ხომ ესე იგი დასაფიქრებელია, რომ გვინდა რომ ამ ადამიანებს სრულყოფილად მიეწოდებოდეს სიმართლე და რაც მართლა რეალობაში არსებობს ამ ქვეყანაში ის გააჟღერონ. სამწუხაროდ, არ შეესაბამება სიმართლეს, ასე განვაცხადებ, მათი შეფასებები არსებულ რეალობაზე", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
იხილეთ განცხადებების ნაწილი: