"მე უბრალოდ მინდა პირადი განცხადება გავაკეთო საქართველოსთან დაკავშირებით - მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები და შეიძლება მომავალში იყოს საშუალება რომ მას სანქციები დავადოთ" - თქვა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მარკეტა გრეგოროვამ.
დღესვე, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ლექსმანმაც - "საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს".