დასავლელი პარტნიორების ნებისმიერი რჩევის უპირობოდ გათვალისწინება არადემოკრატიული და არასწორია - მაჭარაშვილი ჰარცელზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების ყველა რჩევის უპირობოდ გათვალისწინება "არასწორი და არადემოკრატიული" იქნება.

მაჭარაშვილმა ეს კომენტარი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით "ოცნების" ინიციატივა გააკრიტიკა.

"ჩვენ დასავლელი პარტნიორების რჩევებს რომ ვითვალისწინებთ და მათთან რომ ვთანამშრომლობთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ არსებობს იქ ასეთი პოზიცია, თორემ მხოლოდ საქართველოს ხათრით არავინ არ მიანიჭებს, რისი იმედიც გვაქვს მაღალი, კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი ნებისმიერი რჩევა, ნებისმიერი კონსულტაცია, როგორც თქვენ ამბობთ, უპირობოდ უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის არადემკრატიულიც და არასწორიც", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა გუშინ თქვა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიღებული ცვლილებები ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მანვე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აცნობონ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი