700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე პოზიტიურს აკეთებს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე პოზიტიურს აკეთებს - განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საუბრისას. მისი შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნება" მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდია:

ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ "ქართული ოცნება" არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს. 700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე პოზიტიურს აკეთებს.

იმ ხალხმა, ვისაც "ქართული ოცნება" სისტემატურად ლანძღავს, გააკეთა ნათელი გზავნილი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკა არ დაიშურა არავინ, მათ შორის მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა. მსგავსი დებატები არ მახსენდება, როცა ხელისუფლებას არ ჰყავს არც ერთი დამცველი ევროპარლამენტში. დღეს მთავარი დაბრკოლება არის სწორედ ეს ხელისუფლება" განაცხადა სამადაშვილმა. 

მისივე თქმით, გუშინ ნათელი გახდა ისიც, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში შევიდა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე, 5 ივლისის ძალადობაზე, ასევე, ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მათი აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი