რეზოლუცია არის ოქმი და ჟღერს როგორც გადაწყვეტილება - სერგეენკო ევროპარლამენტზე

გამოქვეყნდა:

დებატები პარლამენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რეზოლუცია კი ამსახავი ოქმი - ასეთ შეფასებას უკეთებს დავით სერგეენკო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მწვავე დებატებს, რასაც დღეს უკვე რეზოლუცია მოჰყვა, რომელშიც ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა ჩაიწერა:

"დებატები არის პარლამენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რეზოლუცია არის ამ დებატების ამსახავი დოკუმენტი და არა შემაჯამებელი. შემაჯამებელი არის უკვე დადგენილება,  რომელიც რამოდენიმე დღეში იქნება და ამის მერე გვექნება საშუალება, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი თითოეული პუნქტი.
რეზოლუცია არის დებატების ერთგვარი ოქმი , ეს არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი, ჟღერს როგორც გადაწყვეტილება, მაგრამ სინამდვილეში არის დებატების ამსახავი წერილობითო ფორმა" განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი