მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

 დოკუმენტში ცალკე პუნქტი ეთმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს:

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს" - ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რეზოლუციაში, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი