ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი ივანიშვილის დამსახურების წინაშე - ჩიქოვანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ყველა პირნათელი და გულწრფელი უნდა იყოს იმ დამსახურების წინაშე, რაც ბიძინა ივანიშვილის აქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ასე ეხმაურება ის ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

"დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში და მათ ჰყავთ საკუთარი ლობისტები, რომლებსაც შესაძლოა შორსმიმავალი გეგმები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით და კანდიდატობის სტატუსის მონიჭება არ მონიჭებასთან მიმართებით აქვთ გარკვეულად სხვა მიზნები, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას. 

მე მგონია, რომ ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი იმ დამსახურების წინაშე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გააჩნია ამ სახელმწიფოს წინაშე და ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ, რომ არა 2012 წელს მისი თაოსნობით ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, დღეს როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით ნაციონალური მოძრაობის პირობებში", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი