ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, დავაკმაყოფილე - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თუ ეს მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? - ასე პასუხობს პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი სხვა მოთხოვნა ვიზიტებზე არ შესულა და რაც შევიდა, "ყველა დააკმაყოფილა". 

"ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება  კანონებით და კონსტიტუციით. მე მინდა, შევახსენო ყველას, და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ, პირველ რიგში ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიწყოთ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულებას, კონსტიტუციის დასვას და ზოგადად, წესებისა და ნორმების დაცვა. 

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის ნახსენებ ვოიაჟს, მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ყველაფერზე ხელი მოვაწერე და მისი ყველა მომართვა დავაკმაყოფილე. 

გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. საკვირველია, რომ თავად ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელიდან და კითხვას ვუსვამ ყველას: თუ ეს მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?

დღეის მდგომარეობით არავითარი სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით, არ შემოსულა და მე ვხელმძღვანელობ წესებითა და კანონებით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და რას მეუბნებით, რომ ვიტყუები? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა, ყველა დავაკმაყოფილე", - ამბობს ღარიბაშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი