
ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, ხერსონის ოლქში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო რუსული პასპორტი. ზაპოროჟიეში გაცემული ოკუპანტებს პასპორტების რაოდენობა კი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით.