მეც მაქვს კითხვა, რატომ ჭიანურდება პროცესი - სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლო 6-თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა. პროცესი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმეზე ამ წუთებში იწყება.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან, თუმცა დაცვის მხარისთვის უცნობია ვინ მოხვდება პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხაში.

"თუ რატომ ჭიანურდება [საქმე] ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს, ფაქტია ჭიანურდება. საკითხის ანალიზი მაძლევს საფუძველს თქმის იმისას, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე, ტექნიკური თვალსაზრისით, სამართლებრივად არ ვიცი რამდენად გამართლება ჰქონდა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო", - თქვა ივერი მელაშვილმა. 

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემებერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი