უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად ყველა სხვა თვეებთან შედარებით. აღნიშნული რა თქმა უნდა განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი , ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს ასეთ ვითარებაში მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ევროპაში, 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და 4 თვეში 10,8% ზრდა"

განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი