"მათ მუშაობასთან შეხება არ გვქონია" - ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმეები სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

6-თვიანი პაუზის შემდეგ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრფების საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, საქმეზე ბრალდებულების ყოფილი თანამშრომლები, რუსუდან თუშური და ზურაბ გუმბარიძე გამოიკითხა. არცერთი მათგანის ჩვენებაში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

"დამალული ვისთვის რა იყო ეგ არ ვიცი, დამალული ნამდვილად არ ყოფილა არავისთვის ვინც კომისიაში მუშაობდა. როდესაც რაღაცის შეფასებას ვიწყებთ, მსჯელობას და სპეკულაციას, ჯერ უნდა ავწონ-დავწონოთ რა არის, უნდა გაუკეთდეს ანალიზი, ანუ თუ ვინმეს რაღაცის ლაპარაკი უნდა ჩაუტაროს რეექსპერტიზა, როგორც რუკას და არა მსჯელობა იმის შესახებ, ეს დილეტანტურია, აიღო ერთი რუკიდან მხოლოდ საზღვრის ხაზი, დაადო სხვა რუკას და ერთი ელემენტის მიხედვით რომ დაიწყო რაღაც მსჯელობა", - ამბობს ივერი მელაშვილი. 

სხდომაზე გამოიკითხა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ გუმბარიძე. ის ამბობს, რომ კომისიის უფლება-მოვალეობა და ვალდებულებები მათგან სრულიად გაყოფილი იყო. მისივე თქმით, არ მონაწილეობდნენ არც წინა სამუშოებში, არც რუქების ნაწილში. 

"აბსოლუტურად განყენებული იყო კომისიის უფლება-მოვალეობა და მისი ასე ვთქვათ ვალდებულებები და უფლებამოსილებები ჩვენგან. ჩვენ არ ვმონაწილეობდით არც წინა სამუშაოებში, არც რუკებში, ა.შ. ბრალთან დაკავშირებით მე რა ინფორმაცია უნდა მქონდეს", - თქვა ყოფილმა ელჩმა გამოკითხვის შემდეგ კომენტარისას.

საქმეზე შემდეგი პროცესი 29 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი