კარგად მოუფიქრებიათ ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა - ცაგარეიშვილი

გამოქვეყნდა:

"კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა" - უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა. 

ცაგარეიშვილი საკუთარი პარტიის ლიდერების ნარატივს იმეორებს და "კონსპირაციულ თეორიებზე" საუბრობს. მისი მტკიცებით, დაანონსებული აქცია ემსახურება იმას, რომ "როგორმე ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს"  

"ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის - „სირცხვილია“. პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. „სირცხვილია“ თუ არა სირცხვილია, რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ, ყველა შემთხვევაში არის კეზერაშვილის ან სააკაშვილის ხელიდან დაპურებული „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება. ამ ადამიანების აზროვნება მიმართულია ერთი რაღაცისკენ - ერთ ადამიანს ავნონ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე ადამიანს გუნდრუკი უკმიონ - ეს არის მიხეილ სააკაშვილი“, - თქვა გია ცაგარეიშვილმა.

იხილეთ ღარიბაშვილის განცხადება 20 ივნისის აქციაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი