"პრემიერის რიტორიკა 20 ივნისის აქციის მარგინალიზებას ემსახურება" | "სირცხვილიას" პასუხი ღარიბაშვილის მუქარას

გამოქვეყნდა:

"პრემიერის რიტორიკა 20 ივნისის აქციის მარგინალიზებას ემსახურება" - ასე პასუხობენ 20 ივნისს ჩანიშნული აქციის ორგანიზატორები პრემიერ ღარიბაშვილის მუქარას, რომ "უკანონო ქმედებას არავის აპატიებენ". მოძრაობა "სირცხვილიაში" ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ევროპისთვის მოსახლეობის ნების საჩვენებლად მსგავს შეკრებას ხელისუფლება არ აორგანიზებს, ეს თავის თავზე სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო. 

"ის რიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზებას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ტიპის შეკრების ინიციატორი თავად ხელისუფლება იქნებოდა რომელსაც ექნებოდა სურვილი რომ ხალხის არჩევანი დაენახებინა ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. თუმცა, რადგან ეს არ ხდება, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო ჯგუფები ამ ინიციატივას ჩვენს თავზე ვიღებთ" - ამბობს "სირცხვილიას" დირექტორი გიორგი მჟავანაძე. 

"სირცხვილიას" წევრები ამბობენ იმასაც, რომ 20 ივნისის აქციაზე იქნებიან პოლიტიკოსებიც, რადგან "ეს არის ყველას აქცია, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა". აქცია 20 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება, მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით 
ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ. 

აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა არ იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული, შეკრებილებს მიმართონ საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა, ევრპარლამენტარებმა და ასევე, უკრაინის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი