20 ივნისს, 20:00 საათზე. შინ ევროპისკენ! - წერს ფეისბუქზე მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი, ნოდარ რუხაძე. რუხაძე ამით სალომე ზურაბიშვილს პასუხობს, რომელმაც დღეს 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა და თავად დააანონსა აქცია ევროპის მოედანზე, 16 ივნისს.
"აქვე მინდა გითხრათ, რომ სიამოვნებით მივალ 16-ში პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე". - წერს რუხაძე.
"არა და არასოდეს" - სალომე ზურაბიშვილს თავისივე სიტყვებით პასუხობს "სირცხვილიას" კედევ ერთი წევრი, შოთა დიღმელაშვილი