კარგია, რომ ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როცა სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა "არცერთს არ უნდა გადავაყოლოთ". არ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან ნახა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს ძლიერ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი