ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

ამერიკული იარაღი უკრაინას დაეხმარება დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი -  განუცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში. რეზნიკოვი ბრიუსელში, ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც მესამედ გიმართა და სადაც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მლრდ ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს. 

"ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, ეს ყველაფერი, ყირიმის ჩათვლით. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა. მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ" - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაკარგები. მეორე ეტაპი კი მისი თქმით, არის რუსული ძალების უკან დაბრუნება 24 თებერვლამდე პოზიციებზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი