აშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მლრდ ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს - ოსტინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს

CNN-ის ცნობით, დახმარების პაკეტი სავარაუდოდ, მოიცავს უკრაინისთვის დამატებითი ჰაუბიცების გადაცემას, საბრძოლო მასალასა და სანაპირო დაცვის სისტემას.

ბრიუსელში,  ე.წ. „რამშტეინ-3“ შეხვედრაზე, ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და უკრაინა "მხარდამხარ მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნები ახალი შესაძლებლობებისთვის, განსაკუთრებით ქვეყნის მოთხოვნები, შორ მანძილზე ცეცხლის გაშვების, ჯავშანტექნიკისა და სანაპირო თავდაცვის შესახებ".

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პაკეტი მოიცავს იარაღს და მარაგს, რომელიც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს აშშ-ს არსებული მარაგებიდან, ასევე, ახალი კონტრაქტების გაფორმებას უკრაინისთვის იარაღის გრძელვადიანი მიწოდებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი