სებ: გამოვრიცხავთ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს.

"ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობას", - წერია უწყების განცხადებაში.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი