აქ ვიხილეთ ბარბაროსობის კვალი, სამხედრო დანაშაულების ნიშნებიც საკმარისად არის - მაკრონი ირპენში

გამოქვეყნდა:

ეს არის გმირი ქალაქი, რადგან სწორედ აქ შეაჩერეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტები - თქვა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინის ქალაქ ირპენის მონახულების შემდეგ.

მაკრონი ომში მყოფ ქვეყანაში დღეს გერმანიის კანცლერთან და იტალიის პრემიერთან ერთად ჩავიდა.

"გმირობა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ ხალხმაც გამოიჩინა . ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი, აქ სამხედრო დანაშაულები იქნება ჩადენილი და ამის ნიშნებიც საკმარისად არის. ჩვენ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რათა ეს ქალაქები რომლებიც დაზარალდა მალე იქნას აღდგენილი", - თქვა ემანუელ მაკრონმა  

სამი ევროპული ქვეყნის ლიდერს დღეს რუმინეთის პრეზიდენტიც შეუერთდა. კლაუს იოჰანესი კიევში მოგვიანებით, ბუქარესტიდან ჩავიდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი